საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასის შექმნა
Main Article Content
ანოტაცია
„შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [FR-21-1996] მიმდინარეობს დამამთავრებელი სამუშაოები ორენოვანი (ქართულ-ინგლისურ ენებზე) „საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასის“ შესაქმნელად, რომელშიც განთავსდება, როგორც ძველი ყოფილი საბჭოთა კავშირის მყინვარების კატალოგის შესწორებული მონაცემები, ასევე ამ საუკუნის სამვადიანი (2010, 2015, 2020 წ.წ.) უახლესი ინფორმაცია საქართველოს მყინვარების შესახებ. „საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასი” წარმოადგენს გეოინფორმაციული სისტემების ფუნქციონალური შესაძლებლობების შეხამებას: მყინვარების შესახებ მრავალშრიანი ინფორმაციის შენახვა, ინფორმაციის მოპოვებისათვის თავისუფალი ნავიგაციის შესაძლებლობები, მონაცემთა დამატების ადვილად შესასრულებელი პროცესი, უკვე არსებული ინფორმაციის კორექტირების შესაძლებლობები, ინფორმაციის ასახვა ფენებად და სხვა.