პალიასტომის ტბის თავზე მოქმედი ატმოსფერული ქარების სტატისტიკური ანალიზი და წყლის ნაკადების ცირკულაციის რიცხვითი მოდელირება
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში წარმოდგენილია პალიასტომის ტბის არეალში მოქმედი ატმოსფერული ქარის ტიპების სტატისტიკა ბოლო 16 თვის განმავლობაში და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილია სავარაუდო გაბატონებული ქარის ტიპები. რიცხვითი მოდელის საშუალებით გათვლილია ტბაში წყლის ნაკადების ცირკულაციის სურათები, რომლებიც შეიძლება დამყარდეს მიღებული ქარის ტიპების ხანგრძლივი მოქმედების პირობებში.
საკვანძო სიტყვები:
რიცხვითი მოდელირება, გადატანა-დიფუზიის განტოლებები, პალიასტომის ტბა, წყლის მასების დინამიკა, ატმოსფერული ქარი
გამოქვეყნებული:
Oct 23, 2024
Article Details
გამოცემა
სექცია
გეოეკოლოგია
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)