კლიმატური პარამეტრების ცვალებადობა გლობალური დათბობის ფონზე
Main Article Content
ანოტაცია
ჰაერის ტემპერატურა კლიმატის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იმერეთის ტერიტორიაზე 60C-დან 140C-მდე იცვლება. საშუალო წლიური ტემპერატურა ყველაზე მაღალი იმერეთის დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში აღინიშნება. ეს ადგილები მოქცეულია 140–იანი იზოთერმის ფარგლებში. ჰაერის ექსტრემალურ მაღალ და დაბალ ტემპერატურებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის და მისი სამეურნეო საქმიანობისათვის. ამის გარდა, ასეთი ტემპერატურები უარყოფითად მოქმედებენ ეკონომიკის მთელი რიგი დარგების ნორმალურად ფუნქციონირებაზე - სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საკურორტო მეურნეობა და სხვა. იმერეთის რეგიონის ტემპერატურების რეჟიმის შესასწავლად გამოვიყენეთ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის დაკვირვებათა მონაცემები.