დასავლეთ საქართველოს მდინარეთა წყალმოვარდნების მაქსიმალური ხარჯების მოსალოდნელი განვითარების მასშტაბები
Main Article Content
ანოტაცია
2023 წლამდე არსებულ დაკვირვებათა 62 – 92 წლიანი მონაცემების სტატისტიკური ანალიზით, დასავლეთ საქართველოს მდინარეთა 29 ჰიდროკვეთისათვის, განსაზღვრულია მაქსიმალური ხარჯების მოსალოდნელი ალბათური მნიშვნელობები: 0,01, 0,1, 1, 2, 5, 10, 20 %-იანი უზრუნველყოფით, რომლებიც შეესაბამება: 10 000, 1000, 100, 80, 20, 10, 5 წლიანი განმეორებადობის წყლის ხარჯებს. ამ მონაცემების გათვალისწინება აუცილებელია წყალსამეურნეო გაანგარიშებებში სამეცნიერო, სამეურნეო და საპროექტო ორგანიზაციებში ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობათა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დასაბუთებისათვის, რათა დაცულ იქნეს მოსახლეობისა და გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოება.