საქართველოს სოციალურ-ეკოლოგიური სისტემები
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია სოციალურ-ეკოლოგიური სისტემების არსი, მისი შემადგენელი ნაწილების და კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება, ამგვარი სისტემების კვლევის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად განხორციელების საქმეში.
სოციალურ-ეკოლოგიური სისტემის კვლევა საინტერესო და პერსპექტიული სამეცნიერო-პრაქტიკული ამოცანაა. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, სადაც ამგვარი კვლევები პრაქტიკულად არ განხორციელებულა.
საქართველოს სოციალურ - ეკოლოგიური სისტემები შესაძლებელია განვიხილოთ ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების, კერძოდ კი, აქ წარმოდგენილი განსახლების გეოეკოლოგიური მახასიათებლების, წამყვანი ბუნებრივი ფაქტორების და ძირითადი ლანდშაფტების მიხედვით.