ისტორიული ობიექტების რესტავრაცია მწვანე მშენებლობაში
Main Article Content
ანოტაცია
ამ ბოლო პერიოდში ძალზე გახშირდა ქალაქების ცენტრალურ უბნებში მწვანე ნარგავების მიმართ აგრესია, რასაც ხშირად ეწირება ისტორიული ნარგაობაც, მათ შორის დიდი ასაკის მცენარეები, რომლებსაც სულ სხვა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს გონივრული ქმედებების შემთხვევაში. მსგავსმა დამოკიდებულებამ თითქმის გაანახევრა გამწვანებული ტერიტორიების ფართობები განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, რაც გლობალური დათბობის პირობებში კიდევ უფრო აუარესებს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ნაშრომში განხილულია მწვანე მშენებლობის ისტორიული ობიექტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, განხილულია ისტორიული ბაღის განმარტება, როგორ უნდა იყოს დაცული მასში არსებული ასაკოვანი მცენარეები, მათ შორის დაზიანებულები. ჩამოთვლილია ყველა ის ღონისძიება, რაც შეიძლება განხორციელდეს უძველეს ლანდშაფტურ რეკრეაციულ ობიექტებზე დაწყებული შენარჩუნებით, კონსერვაციით, რესტავრაციით და რეკონსტრუქციითაც კი. მითითებულია რის საფუძველზე შეიძლება ჩატარდეს ეს სამუშაოები და რა თანმიმდევრობით.