მიკრომიცეტის ფიტოტოქსიურობის გავლენა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარკოსნების გაღივებაზე

Main Article Content

რუსუდან დუმბაძე
საბა გოგიტიძე
მარი ართმელაძე
გალინა მეფარიშვილი
ლამზირი გორგილაძე

ანოტაცია

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე ფონ­ზე, დღე­ი­სათ­ვის თან­და­თან იზ­რდე­ბა მიკ­რო­მი­ცე­ტე­ბის ფი­ტო­ტოქ­სი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კვლე­ვის აქ­ტუ­ა­ლო­ბა, რად­გან ისი­ნი იწ­ვე­ვენ ეკო­ნო­მი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას. მრა­ვა­ლი მიკ­რო­მი­ცე­ტის მი­ერ წარ­მოქ­მნი­ლი მე­ო­რა­დი მე­ტა­ბო­ლი­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა მი­კო­ტოქ­სი­ნე­ბი, ალერ­გე­ნე­ბი და ფერ­მენ­ტე­ბი, იწ­ვე­ვენ ადა­მი­ა­ნის, ცხო­ვე­ლე­ბის და მცე­ნა­რე­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს. 


კვლე­ვის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და ტოქ­სი­ნე­ბის პრო­დუ­ცენ­ტი სო­კო­ვა­ნი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის - Alternaria-ს და  Fusarium-ს ფი­ტო­ტოქ­სი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დად­გე­ნა მარ­ცვლო­ვან­თა თეს­ლე­ბის ღი­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ბი­ო­ა­ნა­ლი­ზის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­მოკ­ვლე­ულ იქ­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი გვა­რის სო­კო­ე­ბის კულ­ტუ­რა­ლუ­რი არე­ე­ბის ტოქ­სი­კუ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ყო­ფი­ლია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კი­ვის, ჟო­ლოს, მოც­ვის, პო­მი­დო­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ფეს­ვე­ბი­დან და ჩი­თი­ლე­ბი­დან. სო­კოს ფი­ტო­ტოქ­სი­უ­რო­ბა შე­ფას­და ხორ­ბლის ჯი­ში "ბე­ზოს­ტა­ია 1"-ს და სი­მინ­დის ჯი­შის -  "ა­ჯა­მე­თის თეთ­რი" და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა­ლუ­რი სი­თხით, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი იყო სო­კოს მი­ცე­ლი­უ­მის კულ­ტი­ვი­რე­ბით ჩა­პე­კას სინ­თე­თი­კურ თხე­ვად საკ­ვებ არე­ზე. ფილ­ტრა­ტის ფი­ტო­ტოქ­სი­კუ­რო­ბა შე­ფას­და ხორ­ბლი­სა და სი­მინ­დის თეს­ლის გა­ღი­ვე­ბა­ზე, ღი­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ფეს­ვის სიგ­რძე­ზე. ასე­ვე შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა ბი­ო­ფუნ­გი­ციდ "ფი­ტოს­პო­რინ-M”-ის ეფექ­ტუ­რო­ბა მცე­ნა­რე­თა სო­კო­ვა­ნი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან დამ­ცავ ფუნ­ქცი­ა­ში. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ Alternaria და Fusarium სო­კო­ე­ბი ავ­ლე­ნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ტო­ტოქ­სი­ურ აქ­ტი­ვო­ბას, რაც იწ­ვევს მარ­ცვლე­უ­ლის თეს­ლში და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღალ დო­ნეს, ხო­ლო "Fitosporin-M" ავ­ლენს ძლი­ერ ბი­ო­ფუნ­გი­ცი­დურ თვი­სე­ბებს და ხელს უწყობს მცე­ნა­რე­თა ეფექ­ტურ ზრდას.

გამოქვეყნებული: Oct 23, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური ეკოლოგია