ჰერბიციდების გავლენა ნიადაგის მიკრობიოლოგიურ თვისებებზე
Main Article Content
ანოტაცია
შესწავლილ იქნა ჰერბიციდების (ბასულტრა, ზენკორი, ურაგან ფორტე) გავლენა ვენახის ნიადაგის მიკრობიოლოგიური პროცესებისა და ბიოლოგიური აქტივობის დინამიკაზე. დადგინდა, რომ ჰერბიციდების გამოყენება ცვლის ცალკეული ჯგუფის და სახეობის მიკროორგანიზმთა შემადგენლობას და თანაფარდობას, თუმცა არსებითად გავლენას არ ახდენს მათ ჯამურ რაოდენობაზე და არ ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას. ნიტრატების დაგროვების პოტენციური უნარის გამოკვლევამ არ გამოავლინა ჰერბიციდების მაინჰიბირებელი მოქმედება ნიტრატების დაგროვებაზე ვენახების ნიადაგში. შესწავლილი ჰერბიციდები ნიადაგის მიკროორგანიზმების ცალკეულ ჯგუფებზე უმნიშვნელო მაინჰიბირებელი გავლენის მიუხედავად, მთლიანობაში არ ახდენდნენ ტოქსიკურ მოქმედებას ვენახის მიკროფლორაზე.