აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია
Main Article Content
ანოტაცია
ეკოლოგიური შინაარისის მასალა გამოყენებულია როგორც აქტიური სწავლების კომპონენტი. ვთვლით, რომ ეკოლოგიური საკითხები უნდა განიხილებოდეს დაწყებითი საფეხურის ყველა სასწავლო საგანში, საგნისთვის დამახასიათებელი ასპექტებით, რომლებზეც მოსწავლეების ასაკის შესაბამისად მისაწვდომ დონეზე გაშუქდება ეკოლოგიური პრობლემები და მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად დასახავს დასმული პრობლემების გადაჭრის გზებს. დაწყებით კლასებში ეკოლოგიური საკითხების გადაჭრისადმი კომპლექსური მიდგომები სხვადასხვა სასწავლო საგნის ჩართულობით საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ეკოლოგიური პრობლემები დაინახონ სხვადასხვა კუთხით, ხოლო პრობლემების გადაჭრის გზების სხვადასხვა ფორმით ძიება მათში ამტკიცებს იმის შეგნებას, რომ არსებული ეკოლოგიური პრობლემები ძალზედ აქტ211უალურია და მათი გადაჭრა კი აუცილებელი.