კოსმოლოგიური თეორიების ევოლუციურ-ეკოლოგიური ხასიათის მოკლე ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
ნებისმიერი ფიზიკური თეორიის რეალურ სამყაროში გამოყენების მცდელობი-სას, ჩვენ ყოველთვის ვაწყდებით გარკვეულ სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია მასთან, რომ სამყაროში განთავსებულია ძალიან ბევრი, შეიძლება უსასრულო რაოდენობის სხვადასხვა კოსმოსური სხეული. არც მათემატიკური მეთოდები და არც ადამიანური შესაძლებლობები არ იძ-ლევა იმის საშუალებას, რათა ზუსტად აღვწეროთ ყოველი ამ სხეულის ფიზიკური თვისებები. ამი-ტომ, ისინი, ვინც კოსმოლოგიაში მუშაობენ, იქცევიან ისე, როგორც ფიზიკოსები მიკროსამყაროში მიმდინარე მოვლენების კვლევისას. აირის, ან სითხის, აღწერისას ისინი ყურადღებას არ აქცევენ ცალკეულ ნაწილაკთა თვისებებს. კერძოდ, მათ ცვლიან იდეალურად დრეკადი ბურთულებით. ასეთმა მიდგომამ საშუალება მოგვცა შემოგვეტანა ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა ტემ-პერატურა და წნევა, რომლებიც ეკუთვნის ნაწილაკთა დიდი რაოდენობისაგან შედგენილ ან-სამბლს.