საავტომობილო გზების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ზოგიერთი აქტუალური საკითხი
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობისა და ექ-სპლუატაციის პროცესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) აქტუალური საკითხები. იგი რეგულირდება გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული საკა-ნონმდებლო ჩარჩოთი და ითვალისწინებს როგორც ბუნებრივ, ისე სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე შესაძლო ზემოქმედებების ანალიზს. მათ შორის მნიშვნელოვანია მიწის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის და-ბინძურების რისკები, ხმაურისა და ემისიების გავრცელება, კულტურული მემკვიდრეობის შენარ-ჩუნება და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. გზშ მოიცავს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგების შეფასებას და ითვალისწინებს ადგილობრივი მო-სახლეობის ინფორმირებასა და ჩართულობას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისობას ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, ხელს უწყობს გარემოსდაცვითი რის-კების შემცირებას და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას