აჭარაში ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ეკოლოგიური მდგრადობის პერსპექტივები ეკოტურიზმის განვითარების პირობებში

Main Article Content

მამუკა გოგელია
ნუნუ ნაკაშიძე

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია აჭარის რეგიონში ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ეკო-ლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხები ეკოტურიზმის განვითარების პირობებში. კვლევაში გაანალიზებულია აჭარის ეკოტურისტული პოტენციალი, მიმდინარე პროექტები და ეკო-ტურიზმთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. კვლევის შედეგებით დადგე-ნილ იქნა, რომ აჭარაში ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უდიდესი პოტენციალი არსებობს და უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ეკოლოგიურ მდგრადობას. აჭარის უნი-კალური ბუნებრივი რესურსები, მათ შორის დაცული ტერიტორიები, ბიომრავალფეროვნება და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, წარმოადგენს მყარ საფუძველს ეკოტურიზმის განვითარები-სათვის. ეკოტურიზმს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბუნებრივი რესურსების დაც-ვასა და ეკოლოგიურ მდგრადობაზე. ეს გავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყო-ფითი, რაც დამოკიდებულია ეკოტურიზმის მართვის ეფექტურობაზე. დადებითი გავლენა მოი-ცავს: დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებას; ეკოტურიზმიდან მიღე-ბული შემოსავლები შეიძლება გამოყენებულ იქნას კონსერვაციული ღონისძიებებისთვის; ადგი-ლობრივი მოსახლეობის ჩართულობა კონსერვაციულ აქტივობებში; ეკონომიკური სარგებლის მი-ღება ზრდის ადგილობრივი თემების მოტივაციას, ჩაერთონ ბუნების დაცვის ღონისძიებებში; გარე-მოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება; ეკოტურისტული აქტივობები ხელს უწყობს ვიზიტორების და ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ზრდას; ეკოტურიზმი წარმოად-გენს ალტერნატივას ისეთი საქმიანობებისთვის, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე (მაგ., უკანონო ჭრა, ბრაკონიერობა); პოტენციური უარყოფითი გავლენა მდგომარეობს შემდეგში: ჰაბიტატების დეგრადაცია: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ვიზიტორთა მომა-ტებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაბიტატების დეგრადაცია; ნარჩენების მართვის პრობლემები; ტურისტული ნაკადების ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნარჩენების რაოდე-ნობის ზრდასთან; გარემოზე ზეწოლა; ტურისტების არაკონტროლირებადმა ნაკადებმა შეიძლება გამოიწვიოს გარემოზე ზეწოლა, განსაკუთრებით სენსიტიურ ზონებში.

საკვანძო სიტყვები:
ეკოტურიზმი, ბიომრავალფეროვნება, მდგრადი განვითარება, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგიური მდგრადობა
გამოქვეყნებული: სექ 26, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური ეკოლოგია