ზამთარში ქ. ქუთაისის ატმოსფერულ ჰაერში ავტომობილებით გამონაბოლქვი PM2.5-ის გავრცელების რიცხვითი მოდელირება დასავლეთის ძლიერი ფონური ქარის დროს

Main Article Content

ნათია გიგაური
ალექსანდრე სურმავა
ვეფხია კუხალაშვილი
ლიანა ინწკირველი

ანოტაცია

კომპიუტერული მოდელირებით შესწავლილია ქ. ქუთაისში ავტოტრანსპორტის მიერ გაფრქვეული PM2.5-ის გადატანა - დიფუზიის პროცესი. მოდელირება განხორციელებულია მეზო-მასშტაბის ატმოსფერული პროცესების ევოლუციისა და პასიური ინგრედიენტის გავრცელების გან-ტოლებათა სისტემის ინტეგრირებით რთული რელიეფის მქონე 13.4×13.4×9 კმ 3 სივრცით არეში. მოდელირდება ჰიპოთეტური შემთხვევა, როდესაც ზამთრის სეზონში PM2.5 გაიფრქვევა მიწის ზე-დაპირიდან 0.3 მ სიმაღლეზე 5 ტიპის ურბანულ ტერიტორიაზე: ავტომაგისტრალები, ქალაქის ცენ-ტრალური ქუჩები, სამრეწველო, სასოფლო ზონები და დაუსახლებელი ტერიტორიები. მოდელი-რება ჩატარებულია დროის 24 სთ-იანი ინტერვალისათვის. შესწავლილია დაბინძურების გავრცე-ლების კინეტიკა. აგებულია PM2.5–ის კონცენტრაციის სივრცეში განაწილებისა და დროში ცვლი-ლების გრაფიკები. განსაზღვრულია ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიები სადაც შეიძლება და-ფიქსირდეს მაღალი, საშუალო და დაბალი დაბინძურების დონეები. ნაჩვენებია, რომ მაღალი და-ბინძურების ტერიტორიების მიდამოებში კონცენტრაციის მაქსიმალური მნიშვნელობები არ აღემა-ტება ზღვრულად დასაშვებ ნორმასა და 4-5 და 25 მკგ/მ 3-ით ნაკლებია შტილისა და საშუალო სიმძლავრის ქარის დროს მიღებულ სიდიდეებზე. ატმოსფეროს მიწისპირა ფენის ზედა ნაწილსა და სასაზღვრო ფენაში აეროზოლის გავრცელება ხდება ძირითადად ფონური ქარის მიმართულებით და ნაკლებადაა დამოკიდებული ლოკალურ რელიეფსა და გაფრქვევის არეების მდებარეობაზე.

საკვანძო სიტყვები:
PM2.5, ატმოსფეროს დაბინძურება, რიცხვითი მოდელირება, კონცენტრაცია, ძლიერი ქარი
გამოქვეყნებული: სექ 26, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური ეკოლოგია