კახეთის ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის პოტენციალი და ეკოუსაფრთხოება

Main Article Content

ლიკა თანდილაშვილი
მაგდა დავითაშვილი
ლამარა ზუროშვილი
ნანა ბერძენიშვილი
დარეჯან მარგალიტაშვილი

ანოტაცია

ნაშრომში შეფასებულია კახეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის – ყვარელისა და საგარეჯოს – სასმელი წყლის რესურსების პოტენციალი და ეკოლოგიური უსაფრთხოება. კვლევის მიზანია წყლის ხარისხისა და განაწილების შეფასება არსებული ქიმიური და ორგანოლეპტიკური მონაცემების საფუძველზე. მონაცემები მიღებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგე-ბის კომპანიის კახეთის რეგიონალური ფილიალის კვლევებიდან 2023–2024 წლებში. შედეგებმა აჩ-ვენა, რომ წყლის ხარისხი ძირითადად შეესაბამება ეროვნულ სტანდარტებს, ხოლო უმნიშვნელო გადახრები სიმღვრივის მაჩვენებელში დაკავშირებულია კლიმატურ პირობებთან. ნაშრომი ასევე ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების გავლენას წყლის რესურსებზე და ეკოლოგიური მართვის აუ-ცილებლობას.

საკვანძო სიტყვები:
სასმელი წყალი, კახეთი, წყლის რესურსი, ეკოუსაფრთხოება, ქიმიური ანალიზი, სიმღვრივე, კლიმატის ცვლილება
გამოქვეყნებული: სექ 26, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური ეკოლოგია