შუა დერეფნის ეკონომიკური და ფინანსური პოტენციალი და გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური უსაფრთხოება საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
შუა დერეფანი, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს წარმოადგენს, სულ უფრო აქტუალური ხდება გლობალური ლოჯისტიკური გზების გა-დანაცვლებისა და რეგიონების პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. საქართველოს უნიკალუ-რი გეოგრაფიული მდებარეობა მას მნიშვნელოვან ტრანზიტულ ცენტრად აქცევს. ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, შუა დერეფანის ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს შე-უძლია გახდეს ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო პლატფორმა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობე-სებს ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ მახასიათებლებს, მათ შორის საგარეო ვაჭრობის მოცულობებს, ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების რაოდენობას და ეროვნული ბიუჯეტის შემოსავ-ლებს. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად შუა დერეფანის ეკონომიკური და ფინანსური უპირატესობებისა, უმნიშვნელოვანესია ყურადღება გამახვილდეს ისეთ გარემოსდაც-ვით და ეკოლოგიურ რისკებზე და გამოწვევებზე, რომელთა იგნორირება ქვეყნის სტრატეგიული განვითარების სერიოზული დაბრკოლება შეიძლება გახდეს.
ნაშრომი მოიცავს საქართველოს გეოსტრატეგიულ პოზიციას და მის როლს შუა დერეფნის (Middle Corridor) განვითარების კონტექსტში და მისი მიზანია გაანალიზოს შუა დერეფნის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებზე, ასევე შეაფასოს არსებული და პოტენციური გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური რისკები, რომლებიც შუა დერეფნის ინტენსიური განვითარე-ბის პროცესის თანმდევი იქნება.
ნაშრომში, შუა დერეფნის დადებით ეკონომიკურ და ფინანსურ ეფექტებთან ერთად, განხილუ-ლია პოტენციური ეკოლოგიური ზემოქმედებები, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნების შემცირე-ბა, ეკოსისტემების რღვევა, კლიმატის ცვლილების რისკი, მიწის ეროზია და ჰაერის და წყლის და-ბინძურება, რომლის ფარგლებში შუა დერეფნის პროექტი უნდა განხორციელდეს მდგრადი განვი-თარების მიდგომებით და ეკოლოგიური შეფასების და მართვის მექანიზმების მკაცრი დაცვით.