სასოფლო- სამეურნეო მელიორაციის აგროსაწარმო გარემო საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
სასოფლო სამეურნეო მელიორაცია წარმოადგენს ნიადაგის რესურსების გაუმჯობესე-ბისა და მათ სამეურნეო საწარმო ბრუნვაში ჩართვის პროცესს, რომლის მიზანია აგრარული წარმო-ების სტაბილურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. აგრომელიორაციის სისტემებით, რომ-ლებიც მოიცავს სარწყავ, დრენაჟულ, აგროტექნიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ღონისძიებებს, განა-პირობებენ მიწის სავარგულთა ფუნქციონალურ შესაძლებლობათა შენარჩუნებასა და გაუმჯობესე-ბას, აგრეთვე ნიადაგ-კლიმატური პირობების ოპტიმიზაციას. განგრძობადი კლიმატური ცვლილე-ბების, წყალმომარაგების დეფიციტისა და ნიადაგის დეგრადაციული პროცესების ფონზე, მელიო-რაციის მნიშვნელობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი აგ-რარული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის. სტატიაში გაანალიზებულია მელიორაციის ძირითა-დი მიმართულებები, მათი აგრარული პოტენციალის გაძლიერებაში შეტანილი წვლილი და აქტუა-ლური გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ, აგროეკოლოგიურ და ად-მინისტრაციულ საკითხებთან.