გლობალური კლიმატური, გეოდინამიკური და ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა აჭარის ლანდშაფტების ტრანსფორმაციაზე და მისი გეოგრაფიული შედეგები
Main Article Content
ანოტაცია
აჭარის ლანდშაფტების ტრანსფორმაციაზე გავლენას ახდენს როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენური ფაქტორები. ბუნებრივი ფაქტორებიდან, რომელიც გავლენას ახდენს აჭარის ლანდშაფტების ცვლილებებზე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გლობალურ დათბობით გამოწ-ვეულ კლიმატურ ცვლილებებს, კერძოდ, საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობით ამაღლების პროცესს, ნალექების წლიური რაოდენობის მატებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოდინამიკური პროცესების გააქტიურება. სტიქიური გეოდინამიკური და ჰიდროლოგიური პროცესების მკვეთრი მატების ტენდენციაზე შეინიშნება მე-20 საუკუნის ბოლოსა და ახალი ას-წლეულის დასაწყისისთვის. მათი გააქტიურების მთავარი მიზეზი იყო 1988 წლის მიწისძვრა, მაგრამ არსებით როლს (1993 წლის შემდგომ) გლობალური დათბობა თამაშობს, განსაკუთრე-ბით კი მთებში ნალექების მატება. Mmეწყერები და სელური ღვარები განსაკუთრებით გააქტი-ურდა 1996 წლიდან, როცა ნალექების დონე არსებითად გაიზარდა. 2004 წლის სექტემბერში რამდენიმე დღე-ღამე გაბმული თავსხმა წვიმები დაფიქსირდა.