ზოგადი რეკომენდაციები დაბა აბასთუმნის გამწვანების სრულყოფისათვის
Main Article Content
ანოტაცია
აბასთუმანი შესანიშნავი სამთო-კლიმატური კურორტია, რომლისადმი ინტერესი ყო-ველთვის იყო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მის მიმართ გამოიჩინა რუსეთის დიდმა მთა-ვარმა გიორგი ალექსანდრეს-ძემ (ნიკოლოზ II-ის ძმა), რომლის ხარჯითაც აშენდა საკმაო რაოდე-ნობის შენობა-ნაგებობები და მათ შორის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, რომელიც მე-ტად საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით და მოქმედ ტაძრად ითვლება. აბასთუმნის კლიმატს და ბალნეოლოგიურ მონაცემებს განცვიფრებაში მოჰყავთ შემთხვევით თუ სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანები. აქედან გამომდინარეა, დღევანდელი ხელისუფლების მიერ აბასთუმნისად-მი დაინტერესებაც და წარმოებული სამუშაოები, რომლებიც აქტიურად ტარდება ბოლო წლების განმავლობაში. რესტავრაცია გაუკეთდა XIX საუკუნის დასაწყისში აშენებულ ნაგებობებს, კეთდება გზები და მოედნები, შესაბამისად ქუჩის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება-კეთილმოწყობა. სწორედ ამ მიმართულებით ჩატარებულ გამწვანება - განაშენიანებას ეხება თქვენს წინაშე წარმოდ-გენილი ნაშრომი.