დისემინირებული სისხლძარღვში და კოაგულაცია, როგორც ლეტალობის დიდი საფრთხე, მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა

Main Article Content

Ketevan Ukleba
Maia Chakvetadze

ანოტაცია

დისემინირებული სისხლძარღვში და კოაგულაცია, იგივ თრომბოჰემორაგიული სინდრომი (დიკ) წარმოადგენს ჰემოსტაზის
უნივერსალურ დარღვევას, რომლისთვისაც დამახასიათებელია პერიფერიული სისხლის შედედების მოშლა. ამ დროს სისხლძარღვის შიგნით ხდება მიკროთრომბების სპონტანური წარმოქმნა, რაც იწვევს მიკროცირკულაციის მოშლას და ორგანოთა დისფუნქციას, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მათ მწვავე უკმარისობამდე.


დიკ სინდრომი რეალურად არის სიცოცხლისათვის საშიში სინდრომი,რომელიც მრავალმა პათოლოგიურმა მდგომარეობამ შეიძლება
გამოიწვიოს და არცთუ იშვიათად დამთავრდეს ლეტალობით. (20%-50%). საჭიროა ვიცოდეთ მისი პროფილაქტიკა და დროული თერაპია.
დიდ შეცდომად ითვლება ჰემოტრანსფუზია მასიური და კონსერვირებული სისხლით. მიზანშეწონილია ახალგაყინული პლაზმის, რეოპოლიგლუკინის, ალბუმინის და ერითროციტარული მასის გადასხმა.

გამოქვეყნებული: სექ 26, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
ადამიანის ეკოლოგია