საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ტურისტული პოტენციალი და დასაქმების სფერო
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებები ბუნებრივი, ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო რესურსებით და სოციალური პირობების, ეთნო-კულტურული თავისებურებების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგან, ისე ერთმანეთისგანაც. მიწის გამოფიტვა, კლიმატის ცვლილებები, რესურსების არამდგრადი გამოყენება აუარე-სებს საცხოვრებელ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პირობებს მაღალმთიან დასახლებებში. მთის მაცხოვრებლები უფრო მოწყვლადი არიან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკებისადმი (მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები), ვიდრე ბარის მაცხოვრებლები. საჯარო და კერძო სექტორის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გართულებულია არსებული ინფრასტრუქტურის მდგომა-რეობისა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო. ყოველივე ეს ხელს უწყობს მოსახლეობის მიგრაციის ზრდას მაღალმთიანი დასახლებებიდან. ასეთ პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სპეციალური პოლიტიკის გატარება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებ-ლად.