მთიანი აჭარის ტყის მდგრადი მართვის ეკოლოგიური და სოციალური ასპექტები

Main Article Content

სესილი გათენაძე

ანოტაცია

ტყე მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 38,5%-ს და წარ­მო­ად­გენს მის მნიშ­ვნე­ლო­ვან ბუ­ნებ­რივ სიმ­დიდ­რეს მა­თი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი და ეს­თე­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. ეს ეკო­სის­ტე­მე­ბი სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნახ­ში­რორ­ჟან­გის შე­ბოჭ­ვი­სა და ჟან­გბა­დის წარ­მო­ე­ბის­თვის, ბი­ო­მე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­უ­რი ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ნი­ა­და­გის ერო­ზი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, წყლის ნა­კა­დე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის და სუფ­თა სას­მე­ლი წყლის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.


სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რის მთი­ან რე­გი­ონ­ში, ტყის მდგრა­დი მარ­თვა წარ­მო­ად­გენს კრი­ტი­კულ გა­მოწ­ვე­ვას, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეკო­ლო­გი­უ­რი ბა­ლან­სის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კურ მო­თხოვ­ნებ­თან.


ნაშ­რომ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია აჭა­რის მთი­ან რე­გი­ონ­ში ტყის მდგრა­დი მარ­თვის ეკო­ლო­გი­ურ­-სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნია ტყის მარ­თვის არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შე­ფა­სე­ბა; ის აერ­თი­ა­ნებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მე­ბის სო­ცი­ა­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან. აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ტყე­ე­ბის არ­სე­ბით როლ­ზე ეკო­ლო­გი­ურ წო­ნას­წო­რო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. კვლე­ვა ხაზს უს­ვამს ამ ორი ას­პექ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის სტრა­ტე­გი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი მდგრა­დი მარ­თვი­სათ­ვის. ამ კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს აჭა­რა­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას და თემ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ცი­ის მცდე­ლო­ბებს.

საკვანძო სიტყვები:
ტყე, აჭარა, სოციალური, ეკოლოგიური, მდგრადი მართვა
გამოქვეყნებული: Oct 23, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
სოციალური ეკოლოგია